Viento Home
წესები და პირობები
ბოლო განახლება: 4 ნოემბერი, 2026
ეს პირობები ეხება Viento Home-ის ვებგვერდით სარგებლობას და მასზე გაფორმებულ შეკვეთებს. შეკვეთის გაფორმებით ან ანგარიშის შექმნით თქვენ ეთანხმებით ამ პირობებს.
1.ვინ ვართ
ვებგვერდს მართავს Viento Home - შემდგომში „ჩვენ“.
დაგვიკავშირდით ელფოსტით info@viento.ge, ტელეფონით +995 558 60 18 36 ან კონტაქტის გვერდიდან.
2.შეკვეთა
- ავეჯს ირჩევთ ვებგვერდზე, ამატებთ კალათაში და აფორმებთ შეკვეთას. შეკვეთისთვის ანგარიში აუცილებელი არ არის.
- საიტზე გაფორმებული შეკვეთა არის მოთხოვნა. ხელშეკრულება იდება მაშინ, როცა ჩვენი გუნდი დაგირეკავთ და შეკვეთას დაადასტურებთ. ამ ზარისას ვთანხმდებით მიტანისა და მონტაჟის დროზე და გადახდის წესზე.
- შეკვეთის შემდეგ მიიღებთ პირად ბმულს შეკვეთის გვერდზე, სადაც ჩანს შეკვეთის შემადგენლობა და სტატუსი. ეს ბმული სხვას ნუ გაუზიარებთ.
- თუ ვერ დაგიკავშირდით ან ნივთი აღარ არის ხელმისაწვდომი, შეკვეთა შეიძლება გავაუქმოთ - ამის შესახებ გაცნობებთ.
3.ფასები და გადახდა
- ფასები მითითებულია ქართულ ლარში (₾). ფასდაკლებისას ძველი ფასი გადახაზულია და მოქმედებს ფასდაკლებული ფასი.
- მოქმედებს ფასი, რომელიც ვებგვერდზე ჩანდა შეკვეთის გაფორმებისას.
- ვებგვერდზე გადახდა არ ხდება და ბარათის მონაცემებს არ ვითხოვთ. გადახდის წესსა და დროზე შეკვეთის დადასტურებისას შევთანხმდებით.
- თუ ფასი ან აღწერა აშკარა შეცდომით არის მითითებული, ამას დადასტურების ზარისას გეტყვით და შეკვეთაზე უარის თქმა შეგიძლიათ.
4.მიტანა და მონტაჟი
- ავეჯს მივიტანთ და ავაწყობთ მთელ საქართველოში. მიტანისა და მონტაჟის დრო და პირობები შეკვეთის დადასტურებისას შეთანხმდება.
- გთხოვთ, უზრუნველყოთ, რომ ავეჯის შეტანა შესაძლებელი იყოს და ოთახი აწყობისთვის მზად იყოს. თუ რამე ხელს შეუშლის მიტანას ან მონტაჟს, ახალ დროზე შევთანხმდებით.
- მიღებისას დაათვალიერეთ ავეჯი და დაზიანება ან შეუსაბამობა მაშინვე გვაცნობეთ.
5.შეკვეთის გაუქმება
შეკვეთის გაუქმება შეგიძლიათ მიტანამდე - დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ. შეკვეთის სტატუსი (ახალი, დადასტურებული, მიტანილი, გაუქმებული) ჩანს შეკვეთის გვერდზე და, თუ ანგარიში გაქვთ, ჩემ შეკვეთებში.
6.დაბრუნება და ხარვეზები
- თქვენი უფლებები, მათ შორის შეძენაზე უარის თქმისა და ნივთის დაბრუნების უფლება, განისაზღვრება საქართველოს კანონით „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“. ეს პირობები ამ უფლებებს არ ზღუდავს.
- თუ ნივთი დაზიანებულია, აქვს ხარვეზი ან არ შეესაბამება შეკვეთას, დაგვიკავშირდით - კანონის შესაბამისად შევაკეთებთ, შევცვლით ან თანხას დაგიბრუნებთ.
- თუ ნივთი მზადდება ან იცვლება თქვენი ინდივიდუალური ზომებით ან მოთხოვნით, კანონი შეიძლება ზღუდავდეს მის დაბრუნებას. ამის შესახებ შეკვეთის დადასტურებამდე გეტყვით.
7.სურათები და აღწერა
პროდუქტის სურათები საილუსტრაციოა - ბევრი მათგანი 3D ვიზუალიზაციაა. ფერი და ფაქტურა ეკრანზე შეიძლება ოდნავ განსხვავდებოდეს რეალურისგან. ოთახის დეკორი, თეთრეული და აქსესუარები ფასში არ შედის, თუ აღწერაში სხვა რამ არ წერია.
8.ანგარიში
- ანგარიშში შედიხართ ელფოსტითა და პაროლით. პაროლი საიდუმლოდ შეინახეთ - ანგარიშიდან შესრულებული მოქმედებები თქვენად ჩაითვლება.
- მონაცემებს ჩემ ანგარიშში თავად ცვლით. ანგარიშის წაშლა შეგიძლიათ მოითხოვოთ ჩვენთან დაკავშირებით.
- ანგარიში შეიძლება დავხუროთ, თუ მას ბოროტად იყენებენ, მაგალითად, ყალბი შეკვეთებისთვის.
9.პერსონალური მონაცემები
როგორ ვამუშავებთ თქვენს მონაცემებს, აღწერილია კონფიდენციალურობის პოლიტიკაში.
10.მოქმედი სამართალი
ამ პირობებზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობა. დავას ჯერ მოლაპარაკებით შევეცდებით გადავწყვიტოთ; შეუთანხმებლობისას დავას განიხილავს საქართველოს სასამართლო.
11.ცვლილებები
პირობები შეიძლება განვაახლოთ. გაფორმებულ შეკვეთაზე ვრცელდება ის პირობები, რომლებიც შეკვეთის გაფორმებისას მოქმედებდა. ბოლო განახლების თარიღი მითითებულია გვერდის თავში.